ბერმელი

თქვენი კეთილდღეობის სალარო

სიახლეები

უკან

კორპორაციული საღამო 2020

4 თებერვალი, 2020

2020 წლის 7 იანვარს ბათუმში, ხოლო 26 იანვარს  თბილისში გაიმართა კორპორაციული საღამოები, საღამოებზე შეფასდა ბერმელის 2019 წლის მუშაობის შედეგბი, დაისახა ახალი გეგმები და ამოცანები. სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ნომინაციებში გამარჯვებულ თანამშრომლებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და ფულადი პრიზები.

სესხების გადაფარვის შემცირებისათვის გამოცხადებულ კონკურსში დაჯილდოვდა ქუთაისის გუნდი სიგელითა და ფულადი პრემიით (700 ლარი);

ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნებისათვის დაჯილდოვდა ქუთაისის N3 ფილიალის საკრედიტო ექსპერტი  ავთანდილ ვაშაყმაძე სიგელითა და ფულადი პრემიით (1000ლარი);

სესხების გაცემების გაზრდისათვის პირველი ადგილი თბილისის მე-2 ფილიალის საკრედიტო ოფიცერი ნინო სუარიშვილი, დაჯილდოვდა სიგელითა და ფულადი პრემიით (700 ლარი);

სესხების გაცემების გზრდისათვის მეორე ადგილი ქუთაისის პირველი ფილილის საკრედიტო  ოფიცერი თეიმურაზ ქურასბედიანი,  დაჯილდოვდა სიგელითა და ფულადი პრემიით (500 ლარი);

ბერმელის ქუთაისის ფილიალში ავტოსესხის პროდუქტის დანერგვისა და განვითარებისათვის დაჯილდოვდა  გურამ კალძე სიგელითა და ფულადი პრემიით (300  ლარი);
თბილისის 2019 წლის საუკეთესო თანამშრომელი სავალუტო ოპერაციების წარმოებისთვის (ინგა ბუღაძე);

ქუთაისის 2019 წლის საუკეთესო თანამშრომელი სავალუტო ოპერაციების წარმოებისთვის (ნანა გურგენიძე);

თბილისის 2019 წლის ისნის ფილიალში  სალომბარდე პროდუქტის გაყიდვაში ( ნინო გულუა);

ქუთაისის 2019 წლის საუკეთესო თანამშრომელი სალომბარდე პროდუქტის გაყიდვაში (ნათია ველიჯანაშვილი);

თბილისის 2019 წლის აღმოჩენა ( ნუკი ქალიაშვილი);

ბერმელის ერთგული თანამშრომელი (ლიკა ხასია);

ბერმელის სახე - ბათუმის მე-2 სახე ფილიალის ექსპერტ-შემფასებელი (სოფო ჯიჯავაძე).