სიახლეები
უკანინფორმაცია საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით
19 მარტი, 2020მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“-ს განცხადება საშეღავათო პირობების შესახებ:
ქვყანაში COVID-19 ვირუსით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, მისო "ბერმელმა" მიიღო გადაწყვეტილება, მომხმარებლის მიერ დისტანციურად შევსებული განაცხადის საფუძველზე, განიხილოს და დაუწესოს 3 თვემდე საშეღავათო პერიოდი ძირ თანხაზე იმ მომხმარებლებს, რომელთა შემოსავლებზე უარყოფითი გავლენა იქონია მიმდინარე მოვლენებმა.
საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შესაძლებელია 3 თვემდე ვადით, მხოლოდ ძირ თანხაზე, რაც ნიშნავს 3 თვის განმავლობაში მხოლოდ პროცენტის გადახდას, ძირი თანხის ნაწილობრივ დაფარვის გარეშე.
მსესხებელს შეუძლია:
- არსებული ძირი თანხა დაფაროს დარჩენილ ვადაში, რაც ნიშნავს, რომ გაეზრდება გრაფიკის მიხედვით შესატანი თანხა:
- სესხის ვადა გაზარდოს 3 თვით.
ცნობისთვის:
ა) საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეიძლება მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში;
ბ) სხვა შემთხვევაში განიხილება განცხადება სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ;
გ) განაცხადები საშეღავათო პერიოდზე მიიღება მიმდინარე წლის 21 აპრილამდე.
განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ცხელ ხაზს: 568 700 300; 593 214 020