ბერმელი

თქვენი კეთილდღეობის სალარო

სიახლეები

უკან

ინფორმაცია სესხის საკუთარი სახსრებით სრულად/ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის შესახებ

31 ივლისი, 2020

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელმა" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N151/04 ბრძანების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შეცვალა საკრედიტო და ავტო სესხებზე სესხის საკუთარი სახსრებით დაფარვის პირობა და წინსწრების საკომისიო სხვა საფინანსო ორგანიზაციების მსგავსად გაავრცელა არა მარტო სესხის სხვა ბანკიდან გადაფარვაზე, არამედ სესხის საკუთარი სახსრებით დაფარვის შემთხვევაზეც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ასევე გავრცელდა სესხის ნებისმიერი თანხით ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის საკომისიო კანომდებლობის შესაბამისად.

ავტოსესხების მომხმარებლები 31 ივლისამდე საკუთარი სახსრებით დაფარვის შeმთხვევაში იხდიდნენ 1%-ს. მოიხსნას ეს განსხვავება და საკომისიო გავრცელდეს კანომდებლობით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის და დარჩენილი ვადის შესაბამისად.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2020 წლის 31 ივლისიდან.